შპს სკინები — საიდენტიფიკაციო ნომერი: 405851948
საიტის გამოყენებისთვის აუცილებელია იყოთ 18 წელს ზემოთ.
სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა ანგარიშის შექმნა და STEAM პროფილის დაკავშირება. ანგარიშზე შესრულებულ ქმედებებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. წესების დარღვევისას ანგარიში შეიძლება შეიზღუდოს ან დაიბლოკოს.
ფასები მითითებულია ლარში და მოიცავს გადასახადებს. ბალანსის შევსებისას ბარათით ემატება 2.5% საკომისიო. გაყიდვაზე გადახდილი საკომისიო შეადგენს 5%-ს. თანხის გატანა ხდება 1.5% + ₾1 საკომისიოთი. SKINEBI.GE უფლებას იტოვებს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს ფასები, საკომისიოები და ფასდაკლებები.
აკრძალულია SKINEBI.GE-ის გამოყენება არალეგალური ან თაღლითური მიზნებისთვის. ასევე აკრძალულია STEAM წესების დარღვევა, ბოტების გამოყენება და სისტემის მუშაობაში ჩარევა.
მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ანგარიშის მონაცემები (პაროლი, Trade URL და ა. შ.). SKINEBI.GE არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის არაუფლებამოსილ წვდომაზე.
SKINEBI.GE-ზე განთავსებული ლოგოები, დიზაინი, ტექსტები და გრაფიკა კომპანიის საკუთრებაა. კოპირება ან გამოყენება ნებადართულია მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობით.
SKINEBI.GE არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ტექნიკურ ხარვეზებზე (STEAM შეფერხება, API შეცდომა, Trade Hold პრობლემა). ვირტუალური ნივთების ფასები ბაზარზე შეიძლება შეიცვალოს.
გადახდები ხორციელდება უსაფრთხო არხებით. SKINEBI.GE არ ინახავს ბარათისა და საფულის სენსიტიურ მონაცემებს.
CS2-ის ციფრული პროდუქტების შეძენა ხდება სრული წინასწარი გადახდით. ყველა გაყიდვა საბოლოოა. SKINEBI.GE უფლებას იტოვებს უარი თქვას გაყიდვაზე.
SKINEBI.GE-ზე ყველა გაყიდვა საბოლოოა — პროდუქტი და თანხა უკან არ ბრუნდება.
SKINEBI.GE-ზე პროდუქტის შეძენის შემდეგ, ადმინისტრაცისგან მიიღებთ შეკვეთის დასტურს. დასტურის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში პროდუქტი გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ Trade link-ზე რომელიც შეგყავთ SKINEBI.GE-ზე რეგისტრაციისას. SKINEBI.GE არ არის პასუხისმგებელი თქვენს მიერ შეყვანილი Trade link-ის სიზუსტეზე. Trade link-ის არასწორად შეყვანისას, SKINEBI.GE იხსნის თანხის დაბრუნების ვალდებულებას, მიუხედავად იმისა მიიღებთ თუ არა ნივთს. STEAM-ის Trade hold წესების მიხედვით პროდუქტი თქვენს მფლობელობაში გადმოვა SKINEBI.GE-ს მიერ გამოგზავნიდან 7 დღეში.
SKINEBI.GE-ზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნებისმიერი CS2 სკინი (10 Day Trade Hold). თუ ნივთი საიტზე არ არის, დაგვიკავშირდით. შეკვეთა წინასწარ იფარება. უარის შემთხვევაში ანაზღაურება მაქსიმუმ 75%-ია, პროდუქტის მოძიებიდან 7 დღეში.
SKINEBI.GE იცავს მომხმარებელთა პირად ინფორმაციას და მესამე პირებს არ გადასცემს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დეტალები მოცემულია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
SKINEBI.GE უფლებას იტოვებს წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს პირობები. ახალი პირობები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.